კოსოვოს ნაკრების ლიდერს საქართველოში გამგზავრება ინგლისის პრემიერლიგამ აუკრძალა #1TVSPORT
კოსოვოს ნაკრების ლიდერს საქართველოში გამგზავრება ინგლისის პრემიერლიგამ აუკრძალა #1TVSPORT

2 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ გუნდთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში კოსოვოს მხარეს მილოტ რაშიცა არ ეყოლება.

კოსოვოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ბერნან შალანდის თქმით, 25 წლის თავდამსხმელის არყოფნის მიზეზი კოვიდია. ბალკანელთა ერთ-ერთი ლიდერი, გასულ სეზონებში ბრმენისვერდერის“ ლიდერიც იყო, ახლა კი ინგლისის პრემიერლიგის „ნორვიჩში“ თამაშობს.

რაშიცა კოსოვოს ნაკრებს სექტემბრის სამიდან მატჩიდან ორში დაეხმარება და მხოლოდ საქართველოსთან ვერ ითამაშებს“, – ამ ინფორმაციას „ნორვიჩ სიტის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გამოცემა „ნორვიჩის ამბები“ (pinkun) კი ამტკიცებს, რომ მისი არყოფნის მიზეზი საქართველოში არსებული რთული ეპიდმდგომარეობაა.

„პრემიერ ლიგამ გამოაცხადა, რომ კლუბები ერთხმად შეთანხმდნენ, არ გაათავისუფლონ ფეხბურთელები, რომელთა გუნდებიც კორონაპანდემიის წითელ სიაში მყოფ ქვეყნებში ითამაშებენ. ამით 19-ტოპ კლუბის 60 -ზე მეტი ფეხბურთელი დაზარალდება, მათ შორის კოსოვოს ნაკრებისა და „ნორვიჩ სიტის“ თავდამსხმელი, მილოტ რაშიცა. თავდამსხმელი მილოტ რაშიცა, მზად იყო ეთამაშა საქართველოსთან, რომელიც ამჟამად კორონავირუსის მაღალი დონის გამო გაერთიანებული სამეფოს წითელ სიაშია“, – წერს „ნორვიჩის ამბები“.

ინტერნეტ-პორტალის ცნობით, ფიფა-სთან და მთავრობასთან მოლაპარაკებების მიუხედავად, პრემიერ ლიგის არც ერთ მოთამაშეს კარანტინის თავიდან აცილების მიზნით გამონაკლისი არ შეეხო:

„ეს იმას ნიშნავს, რომ მათ დიდ ბრიტანეთში დაბრუნებისთანავე 10 დღის განმავლობაში მთავრობის მიერ დამტკიცებულ სასტუმროში თვითიზოლაცია მოუწევთ. პრემიერ ლიგის წარმომადგენელთა ვარაუდით, ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს მოთამაშეთა ფიზიკურ ფორმაზე და პრემიერლიგის ორ ტურს და თასის მატჩებს გამოტოვებენ. ახლანდელ ვითარებაში, რაშიცას აეკრძალება თანაგუნდელებთან კონტაქტი და შესვენების დროს კლუბის ბაზაზე დარჩება“.

აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით ასევე დაზარალდა „ლივერპულის“ ლიდერი მოჰამედ სალაჰი, რომელიც ეგვიპტის ნაკრებში ვერ ითამაშებს. „სიტის“ ყოფილი თავდამსხმელი ემი ბუენდია ასევე გამოტოვებს არგენტინის ნაკრების პირველ მატჩს იმის გამო, რომ ეს ქვეყანა წითელ სიაშია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 2 სექტემბერს კოსოვოს მხარეს ბათუმის ახალ არენაზე 20:00 საათზე შეხვდება. ვილი სანიოლის გუნდი 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 8 სექტემბერს სოფიაში ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. სამივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი