ინგლისის პრემიერლოგამ 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელის პრიზზე ნომინანტები დაასახელა.
სიაში მოხვდნენ: მიკელ არტეტა (არსენალი), რობერტო დე ძერბი (ბრაიტონი), უნაი ემერი (ასტონ ვილა), პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი), ედი ჰაუ (ნიუკასლი) და მარკო სილვა (ფულჰემი).
გამარჯვებული გამოვლინდება გულშემატკივრებისა და საფეხბურთო ექსპერტების გამოკითხვის შედეგად. ხმის მიცემა პრემიერლიგის ვებგვერდზე 22 მაისამდე გაგრძელდება, გადაწყვეტილება 27 მაისს გამოცხადდება.