პრემიერლიგამ გულშემატკივრებისთვის ტრიბუნები,  შესაძლოა 2021 წლამდე  დახუროს
პრემიერლიგამ გულშემატკივრებისთვის ტრიბუნები,  შესაძლოა 2021 წლამდე  დახუროს

ინგლისის პრემიერლიგა კვლავინდებურად განიხილავს სეზონის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტს.

როგორ გაზეთი „მირორი“ ამტკიცებს, მომდევნო პარასკევს ინგლისელი საფეხბურთო ფუნქციონერები ისევ შეიკრიბებიან და განიხილავენ სეზონის განახლების სცენარს. ყველაზე რეალურ ვარიანტად სახელდება თარიღები მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში. დიდი ალბათობით, ყველა მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

წყაროს ცნობით, 2020-21 წლების სეზონის პირველმა ტურებმაც, შესაძლოა ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩაიაროს. ასე რომ, არ არის გამორიცხული, მაყურებელმა ცოცხლად ფეხბურთი 2021 წლამდე ვერ ნახოს.