პრემიერლიგა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოგებით დაიწყო
პრემიერლიგა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოგებით დაიწყო

ინგლისის პრემიერლიგის 2017-2018 წლების გათამაშება „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „​ლესტერის“​ მატჩით გაიხსნა.

ახალი სეზონის პირველი გოლი მესამე წუთზე გავიდა, როცა „​ლესტერის“ ნახევარმცველმა დანიელ ამარტიმ ხელით ითამაშა საკუთარ საჯარიმოში და პენალტი პოლ პოგბამ გამოიყენა.

„იუნაიტედმა“ მეორე გოლი 83-ე წუთზე გაიტანა – თავის კარიერაში პირველად გამოიჩინა თავი მცველმა ლუკ შოუმ. 90-ე წუთზე სტუმრების ფორვარდმა ჯეიმი ვარდიმ ერთი ბურთი გაქვითა. „მანჩესტერმა“ მოგებით დაიწყო ჩემპიონატი – 2:1.

ჟოზე მოურინიოს გუნდმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

დე ხეა, დარმიანი, ლინდელოფი, ბეილი, წოუ, ფრედი (მაკტომინეი), პერეირა, პოგბა (ფელაინი 83), მატა, რეშფორდი (ლუკაკუ), სანჩესი.

 

დატოვე კომენტარი