ინგლისის პრემიერლიგის 2017-2018 წლების გათამაშება „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლესტერის“ მატჩით გაიხსნა.
ახალი სეზონის პირველი გოლი მესამე წუთზე გავიდა, როცა „ლესტერის“ ნახევარმცველმა დანიელ ამარტიმ ხელით ითამაშა საკუთარ საჯარიმოში და პენალტი პოლ პოგბამ გამოიყენა.
„იუნაიტედმა“ მეორე გოლი 83-ე წუთზე გაიტანა – თავის კარიერაში პირველად გამოიჩინა თავი მცველმა ლუკ შოუმ. 90-ე წუთზე სტუმრების ფორვარდმა ჯეიმი ვარდიმ ერთი ბურთი გაქვითა. „მანჩესტერმა“ მოგებით დაიწყო ჩემპიონატი – 2:1.
ჟოზე მოურინიოს გუნდმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
დე ხეა, დარმიანი, ლინდელოფი, ბეილი, წოუ, ფრედი (მაკტომინეი), პერეირა, პოგბა (ფელაინი 83), მატა, რეშფორდი (ლუკაკუ), სანჩესი.