ლონდონური დერბი არსენალმა მოიგო
ლონდონური დერბი არსენალმა მოიგო

ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტური ლონდონური დერბით დაიწყო, რომელშიც „ემირეითსზე“ „არსენალი“ „ტოტენჰემს“ მასპინძლობდა.

თანაბარ ბრძოლაში ყველაფერი გადაწყვიტა პირველ ტაიმში ოთხი წუთის ინტერვალით „არსენალის“ მიერ გატანილმა ორმა გოლმა. 37-ე და 41-ე წუთებზე თავი გამოიჩინეს შკოდრან მუსტაფიმ და ალექსის სანჩესმა.

პირველ ტაიმში „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა კრისტიან ერიქსენმა ძელს გაარტყა ბურთი, მეორე ტაიმში კი „არსენალის“ მეკარემ პეტრ ჩეხმა ერიკ დაიერს აჯობა.

„ტოტენჰემმა“ ბოლო სამ ტურში მეორედ წააგო, მაგრამ დარჩა მესამე ადგილზე. „არსენალმა“ დროებით მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ „არსენალმა“ შინ ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო პრემიერლიგაში. ასეთი სერია გუნდს 2005 წლის შემდეგ არ ჰქონია.