პრემიერის პრესსამსახური - ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ფინანსდებიან და პირდაპირ მართული არიან მიხეილ სააკაშვილის მიერ, ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერის წინააღმდეგ
პრემიერის პრესსამსახური - ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ფინანსდებიან და პირდაპირ მართული არიან მიხეილ სააკაშვილის მიერ, ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერის წინააღმდეგ

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ფინანსდებიან და პირდაპირ მართული არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ, ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერის წინააღმდეგ, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„დღეს რამდენიმე კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან დაისვა კითხვები, რატომ არ იყვნენ ისინი მოწვეული პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ღონისძიებაზე.

პრემიერ-მინისტრი ყოველთვის პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს, დღესაც მან ყველა ჟურნალისტის დასმულ კითხვას უპასუხა.

„მთავარ არხს“, „ტვ პირველს“ და „ფორმულას“ არ აინტერესებთ პასუხები კითხვებზე, ისინი მუდმივად
იქცევიან დესტრუქციულად და მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვებიან.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართული არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.

შესაბამისად, ამ მიზეზით დღეს არ მოხდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის ტელეკომპანიების მოწვევა ღონისძიებაზე“, – აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.