პრემიერის მრჩეველი - ვფიქრობთ, დავოსში ბიზნესშეხვედრების შედეგად, საქართველოში განხორციელდება ინვესტიციები და განვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმოო ხაზები
პრემიერის მრჩეველი - ვფიქრობთ, დავოსში ბიზნესშეხვედრების შედეგად, საქართველოში განხორციელდება ინვესტიციები და განვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმოო ხაზები

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამართავს შეხვედრებს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან და ვფიქრობთ, გვექნება მნიშვნელოვანი შედეგები, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში განხორციელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და განვითარდება სხვადასხვა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმოო ხაზები, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, კომპანიები, რომლებთან შეხვედრაც დღეს დავოსში გაიმართება, წარმოადგენენ ქვეყნის საინვესტიციო პორტფელის სტრატეგიულ მიმართულებებს – ეს არის ენერგეტიკა, ეკონომიკის რეალური სექტორი, კომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა.

„შეხვედრები გაიმართება ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან „ვანვები“ (Oneweb), „კოკა-კოლა“ (Coca-cola), „სიმენს ენერჯი“ (Siemens Energy) და სხვა. კერძო სექტორის ამ წარმომადგენლებს აერთიანებთ ინტერესი, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში განახორციელონ ინვესტიციები და შექმნან საწარმოო სიმძლავრეები. ვფიქრობთ, ამ შეხვედრებს ექნება მნიშვნელოვანი შედეგები, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში განხორციელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და განვითარდება სხვადასხვა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმოო ხაზები“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დატოვე კომენტარი