პრემიერის ხელმძღვანელობით უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დღეს არ დგას
პრემიერის ხელმძღვანელობით უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დღეს არ დგას

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში  ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე შექმნილი ვითარება განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით არსებულ რისკებსა და გამოწვევებს მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივებში.

„ამასთან, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეს არ დგას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა, თუმცა საქართველოს მთავრობა პირველივე დღიდან მიჰყვება კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და გადაწყვეტილებებს მოვლენების განვითარების შესაბამისად მიიღებს“, – აღნიშნულია პრემიერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.