პრემიერის გადაწყვეტილებით, მეღვინეებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის ახალი ფორმატი შეიქმნება
პრემიერის გადაწყვეტილებით, მეღვინეებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის ახალი ფორმატი შეიქმნება

მეღვინეებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის ახალი ფორმატი შეიქმნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ გამოვძვერით“, როგორც ჩანს, წლევანდელი რთველი არ იყო მარტივი და არ მიმდინარეობდა ერთმნიშვნელოვნად.

„დარჩენილია გარკვეული საკითხები და რას ვაკეთებთ, ამაზეც ვისაუბრებთ. გვესმის, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია და ხარისხზე მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანია. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით ცხრა მილიონ ლარზე მეტია ჩადებული მარკეტინგული პროგრამებისთვის. ამის მიზნობრიობაც საფიქრალია, თუ როგორ გავაკეთოთ და სად მივმართოთ. მოკლედ და კონკრეტულად – მეღვინეობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი, არ არის მხოლოდ ეკონომიკა, ეს ჩვენი კულტურული იდენტობის ნაწილია და მინდა, ყოველგვარი შებოჭვის გარეშე, ღიად მითხრათ, სად არის პრობლემები, სად გჭირდებათ დახმარება და შემდეგ მე გეტყვით, სად ვხედავთ გარღვევების საშუალებას და სად შეიძლება, ცოტა უფრო ეფექტურებიც ვიყოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.