პრემიერის ანგარიში – ახლო აღმოსავლეთისა და ყურის რეგიონში არსებული ვითარების გამო შემცირებული ავიარეისების მიუხედავად, საქართველოს საავიაციო სექტორში მზარდი დინამიკა შენარჩუნდა

14:45, 02.06.2026

ახლო აღმოსავლეთისა და ყურის რეგიონში არსებული ვითარების გამო შემცირებული ავიარეისების მიუხედავად, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საავიაციო სექტორში საჰაერო მიმოსვლის მზარდი დინამიკა შენარჩუნდა, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტები 1 605 500 მგზავრს მოემსახურა, რაც 4.28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას.

მთავრობის ცნობით, 2026 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს აეროპორტებში, ჯამში, 7 799 რეისი განხორციელდა.

„2025 წლის იანვარ-მარტში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 8.70%-ით გაიზარდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი