პრემიერის ანგარიში - 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 826 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია
პრემიერის ანგარიში - 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 826 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია

საქართველოს მთავრობის ცნობით, 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან ისტორიულ მაქსიმუმს − 826 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

ტურიზმის სექტორში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე საუბარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტურიზმის სექტორის გაძლიერება და ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალის ათვისება გრძელდება. მთავრობის განმარტებით, 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 18,301,394 (2.3%) აშშ დოლარით.

„2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 1,314,828 შეადგინა (2024 წელთან შედარებით ზრდა 1.1%). რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებიდან და 958,947 ვიზიტი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 2.2%-იანი ზრდის მაჩვენებელია“, – ნათქვამია დოკუმენტში.