პრემიერი – რაგბის მიმართულებით ჩვენ გვაქვს დიდი პროგრესი და მადლობა ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც შეძლო სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია

17:54, 27.06.2018

რაგბის მიმართულებით ჩვენ გვაქვს დიდი პროგრესი და მადლობა ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც შეძლო სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია, აგრეთვე ინფრასტრუქტურული მომენტების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდებთან ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე რაგბის კლუბ „ზუგდიდის“ წარმომადგენლის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა სპორტის ამ სახეობით დაინტერესებისთვის ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამეგრელოში აუცილებლად შეიქმნება ისეთი პირობები, რაც რაგბის მოყვარულებს და სპორტსმენებს ხელს შეუწყობს სამომავლო განვითარებაში.

მსგავსი