პრემიერი - კონსტიტუციაში ჩანაწერი გაკეთდა „ქართული ოცნების“ ინიციატივით, ჩვენ ჩავწერეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი, უალტერნატივო, შეუქცევადი გზა არის ევროატლანტიკური
პრემიერი - კონსტიტუციაში ჩანაწერი გაკეთდა „ქართული ოცნების“ ინიციატივით, ჩვენ ჩავწერეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი, უალტერნატივო, შეუქცევადი გზა არის ევროატლანტიკური

საუბარი იყო იმაზე, ამ კონსტიტუციურ ჩანაწერს ვინმე არღვევს თუ არ არღვევს. კონსტიტუციაში ჩანაწერი გაკეთდა სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივის შედეგად. ჩვენ ვიყავით ინიციატორები, ჩვენ ჩავწერეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი, უალტერნატივო, შეუქცევადი გზა არის ევროატლანტიკური, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა განაცხადა.

პრემიერმა ყველას მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა.

„მინდა, ყველას ვუსურვო მშვიდობა, სტაბილურობა. ჩვენ ახლა უნდა დავწყნარდეთ, ყველაფერი არის ძალიან კარგად და ქვეყანა უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.