არჩილ თალაკვაძე - პრემიერი არის იქ, სადაც კონკრეტული ამოცანები და საქმეა
არჩილ თალაკვაძე - პრემიერი არის იქ, სადაც კონკრეტული ამოცანები და საქმეა

პარლამენტში, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების განხილვის დროს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკავაძემ ოპოზიციონერი დეპუტატები სიცრუეში დაადანაშაულა.

,,მინდა, გამოვეხმაურო იმ არაზუსტ ინფორმაციებს და განცხადებებს, რომლებიც კოლეგებმა გააკეთეს. ვფიქრობ დროა, სიმართლეც მოვისმინოთ. თქვენს გამოსვლებშიც თუ გამოურევთ ცოტა სიმართლეს, უფრო კარგი იქნება, გაქვთ მაგის რესურსიც და საკმარისი განათლებაც. პოლიტიკური განვითარების ისეთ ეტაპზე ვართ, რომ  უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე, წინააღმდეგ შემთხვევაში მერე არ უნდა გეწყინოთ, როდესაც არჩევნებზე თქვენი აღარ სჯერათ’’, – აღნიშნა თალაკავაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სხდომათა დარბაზში, უმცირესობის წევრის გიგა ბოკერიას მიერ დასმულ შეკითხვასაც გამოეხმაურა, თუ რატომ არ ესწრება მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების განხილვას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილი კანონპროექტის განხილვას მომდევნო სესიაზე, თავის გუნდთან ერთად დაესწრება.

,,ბატონო გიგა, მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი შემდეგ საპარლამენტო სესიას პირადად, თავის გუნდთან ერთად დაესწრება. შეკითხვები, პასუხები, დებატი, ეს ყველაფერი იქნება და რა პასუხებსაც მიიღებთ, მაგას შემდგომ სესიაზე დაინახავთ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, სად არის პრემიერიო, – პრემიერ-მინისტრი არის იქ, სადაც მას აქვს კონკრეტული ამოცანები და საქმე”,- განაცხადა თალაკვაძემ.