პრემიერი ამერიკელ ექსპერტებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრა
პრემიერი ამერიკელ ექსპერტებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრა

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებსა და ქვეყნის რეგიონულ როლზე ესაუბრა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის საგარეო პოლიტიკის ექსპერტებს, რომლებსაც American Enterprise Institute-ში შეხვდა.

მხარეებმა ყურადღება აშშ-საქართველოს ორმხრივ დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე გაამახვილეს, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, რომლებიც განათლების სექტორის განვითარებას, სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციას. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე, რუსეთთან ურთიერთობასა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე.

საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებიც იყო. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას. მთავრობის მეთაურს დღეს American Enterprise Institute-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა დანიელ პლეტკამ უმასპინძლა. ინსტიტუტს დღევანდელ თანამდებობაზე დანიშვნამდე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ხელმძღვანელობდა.