„ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მმართველ პარტიას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.
შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
კონკრეტული დღის წესრიგის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრის მონაწილეები არ საუბრობენ, თუმცა, ადასტურებენ, რომ საუბარი ყველა აქტუალურ მიმდინარე თემას შეეხება. მათ შორის, არის არჩილ ტატუნაშვილის საქმე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება და რეზოლუცია, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს.
კონსულტაციების შემდეგ დაგეგმილია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც უნდა გადაწყდეს ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვინაობა.
როგორც პოლიტსაბჭოს წევრები აცხადებენ, კანდიდატის შესახებ განცხადება მოგვიანებით გაკეთდება. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, კანდიდატი იყოს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული გივი ჭიჭინაძე იყოს, არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.