პრემიერ-მინისტრმა უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა

15:59, 03.07.2026

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა.

„სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა უზბეკეთის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

ირაკლი კობახიძემ და შავკატ მირზიოევმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი