პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან ერთად, Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა. მთავრობის მეთაურმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

პროექტი მსოფლიო დონის ფინანსურ-ტექნოლოგიური პლატფორმის, Tether-ის 18 მილიონი დოლარის თანაინვესტიციით ხორციელდება.

პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრო კოლეჯის განვითარების გეგმის პრეზენტაციას, რომელიც Skillwill-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მარიამიძემ გამართა. Skillwill-ი ქვეყნის მასშტაბით 12 კოლეჯის გახსნას გეგმავს, სადაც  ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები და მონაცემთა ინჟინერია.

Skillwill-ის კოლეჯი ფუნქციონირებს თბილისსა და ბათუმში, სადაც 1 350 სტუდენტი სწავლობს. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 5 ძირითადი მიმართულებით, რაც პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა და კომპიუტერულ ქსელებს მოიცავს.