პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პარლამენტს პირველი მოხსენება უნდა წარუდგინოს
პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პარლამენტს პირველი მოხსენება უნდა წარუდგინოს

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პარლამენტს პირველი მოხსენება უნდა წარუდგინოს.

მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოსთვის მოხსენების წარდგენის პროცედურები განსაზღვრულია რეგლამენტით.

პროცედურის მიხედვით, აღნიშნული მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს პირველ ივნისამდე წარედგინება, ხოლო პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენა საგაზაფხულო სესიის ბოლო თვეში, ივნისის ბოლომდე უნდა მოხდეს.

რეგლამენტით პრემიერ-მინისტრის მოხსენებით წარდგომის ზუსტ დროს განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო პრემიერთან შეთანხმებით.

რაც შეეხება მოხსენების განხილვის პროცედურებს, პრემიერ-მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ მოხსენების განხილვა გაგრძელდება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად. განხილვის კი, შეიძლება მიღებულ იყოს დადგენილება.