პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ახალი ბიბლიოთეკა დაათვალიერა
პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ახალი ბიბლიოთეკა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქუთაისში აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ახალი ბიბლიოთეკა დაათვალიერა.

ბიბლიოთეკაში დანერგილია თანამედროვე ტექნოლოგიები. მოხდა ძველი და ახალი წიგნების რესტავრაცია – კონსერვაცია.

პრემიერი ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა წყალბურთელებს, მწვრთნელებს და სტუდენტებს შეხვდა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოლიმპიური აუზი აშენდება.

შესაბამისი დავალება პრემიერმა განათლების მინისტრს მისცა.

ბახტაძის თქმით, ქალაქში არ არის მაღალი დონის აუზი,რომელიც საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს, შესაბამისად, ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აუცილებელია.