პრემიერ-მინისტრმა ოზურგეთის სოფელ დვაბზუში ასფალტის ქარხანა დაათვალიერა

16:29, 05.04.2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ასფალტის ქარხანა „ნიუ როუდში“ (NEW ROAD) იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა.

მამუკა ბახტაძემ საწარმოო პროცესის შესახებ ინფორმაცია ქარხნის ხელმძღვანელობისგან მიიღო.

ქარხანაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი ლარია, 44 ადამიანია დასაქმებული. NEW ROAD-ის ასფალტ-ბეტონის ქარხანა კავკასიაში ერთ-ერთი უნიკალური საწარმოა და აღჭურვილია ევროპული სტანდარტების უახლესი, გერმანული დანადგარებით.

მსგავსი