პრემიერ-მინისტრმა კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
პრემიერ-მინისტრმა კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურმა და თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, იუნკერების ძველ უნიფორმებში გამოწყობილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა პირველი რესპუბლიკისა და სახელმწიფო დროშებით მარშირება მოაწყვეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

სიმბოლურად, გაჟღერდა 1918-1921 წლების საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მარში, რომელიც ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა აღადგინა.