პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოსო ჯაჭვლიანის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს
პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოსო ჯაჭვლიანის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

ქაშვეთის ტაძარში მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.

სოსო ჯაჭვლიანის ოჯახს მიუსამძიმრეს პარლამენტის წევრებმაც.

მსახიობი, რეჟისორი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი 8 თებერვალს გარდაიცვალა. სოსო ჯაჭვლიანს საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.