საქართველოს პრემიერის პრესსამსახურში სიცრუეს უწოდებენ ინფორმაციას, თითქოს მიუნხენში გიორგი გახარია სერგეი ლავროვს შეხვდება
საქართველოს პრემიერის პრესსამსახურში სიცრუეს უწოდებენ ინფორმაციას, თითქოს მიუნხენში გიორგი გახარია სერგეი ლავროვს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიუნხენში სერგეილ ლავროვს შეხვდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ დღეს განაცხადა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც გიორგი გახარიაც იმყოფება, არის სერგეი ლავროვიც. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, თუ სერგეი ლავროვი ევროპის საბჭოს მინისტერიალზე თბილისში ჩამოვა, გახარიასგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს. „ლავროვი ითხოვს, უსაფრთხოების გარანტიებს საქართველოში ჩამოსასვლელად და არ გამოვრიცხავ, რომ ეს უსაფრთხოების გარანტიები გახარიასგან ლავროვმა მიიღოს“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

როგორც საქართველოს პირველ არხს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს, გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიემგზავრება, თუმცა რუსეთის საგარეო საქემთა მინისტრ ლავროვთან შეხვედრა არ იგეგმება.