პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.

სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე დაიწყება.

დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ უსაფრთხოების საბჭოს მდივან ლევან იზორიას წარადგენს.

გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები, ასევე თავდაცვის ძალების მეთაური.