პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, შანაი ბრუკის გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს
პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, შანაი ბრუკის გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკ ედვარდსის ავსტრალიაში გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

შანაი ბრუკ ედვარდსი თბილისში, 31 ივლისს მოკლული იპოვეს. შსს-მ ავსტრალიის მოქალაქის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.