საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი იქნება

10:15, 21.11.2019

მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის  ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში პრესსპიკერის პიზიცია გაჩნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პრესსპიკერის თანამდებობას შეთავსებით დაიკავებს საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი ორაკლი ჩიქოვანი.

„ეს გახლავთ ახალი პოზიცია, რაც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციას, ჩვენს მოქალაქეებსა და მედიას შორის სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას“, – აღნიშნა გახარიამ.

 

მსგავსი