პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და აღნიშნა, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი გახდება.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.

პროექტი ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის, სასეირნო ბილიკების მოწყობას.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციამ მოამზადა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში დასრულდება.

დატოვე კომენტარი