პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში კერძო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება
პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში კერძო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი კერძო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ცნობილია, მთავრობის მეთაურმა ბიზნესმენებთან შეხვედრა გუშინ დააანონსა.

რა საკითხზე იქნება მსჯელობა მხარეებს შორის, ჯერჯერობით უცნობია. როგორც აუდიენციის დაწყებამდე, ბიზნესმენების ნაწილმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, მათ ექნებათ რამდენიმე საკითხი, რომელსაც პრემიერს გააცნობენ.

„მე როგორც ყოველთვის ბევრ საკითხს დავაყენებ. მთავარი ჩვენთვის არის, ვინც ძირითადად საცალო ვაჭრობაში, ტურიზმის ბიზნესში ვართ, გაგრძელდეს ის შეღავათები, რაც არის დაწესებული. საუბარია საგადასახადო შეღავათებზე, ესაა ქონების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ა.შ. სასტუმროების ბიზნესის მიმართულებით, სახელმწიფო ახლა ძალიან დიდ სუბსიდიას აკეთებს, სესხის პროცენტს იხდის 70 პროცენტს სახელმწიფო და რამდენად მოხერხდება ამის გაგრძელება არ ვიცი. ამ საკითხსაც წამოვევთ, რა თქმა უნდა. ანუ, სესხის პროცენტის სუბსიდია“,  – განუცხადა ჟურნალისტებს ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა.

დატოვე კომენტარი