პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ მძიმე წუთებში თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – ნათქვამია პრემიერის სამძიმარში.