პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ახალგაზრდა ფერმერებს ხვდება
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ახალგაზრდა ფერმერებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ახალგაზრდა ფერმერებს ხვდება.

შეხვედრა სასტუმრო სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარეობს, და მასზე  სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებსა და განათლების მნიშვნელობას განიხილავენ.

შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც ესწრებიან.

ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ შემუშავებული წიგნის „მეცხოველეობა-მეფრინველეობა – წარმოების ტექნოლოგია“ პრეზენტაცია.

როგორც ფერმერთა ასოციაციაში აცხადებენ, სოფლის მეურნეობის სფეროში ახალგაზრდების ჩართვა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის დამკვიდრება და არსებული ფერმერების კვალიფიკაციის ამაღლება, აგრარული სექტორის გამოწვევას წარმოადგენს. ახალი ცოდნითა და პროფესიული უნარებით ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერება კი, რეგიონის გაძლიერებისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.