პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა მთავრობის მეთაურის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს გაფორმებული შეთანხმებების სტრატეგიულ მნიშვნელობას.