პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო

22:59, 04.10.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო.

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საპატიო თბილისელის ჯილდო 32 მოქალაქეს გადასცა, რომელთა შორის ექიმები, მეცნიერები, ხელოვნების, კულტურისა და სპორტის სფეროს მოღვაწეები, პედაგოგები და ჟურნალისტები არიან.

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

მსგავსი