პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფება
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფება.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, პარტიის ცენტრალურ ოფისში არიან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებიც.

პარტიაში შეხვედრის შემდეგ შესაძლოა, პრემიერმა კომენტარიც გააკეთოს.

ამასთან, გიორგი გახარიას პარტიის ოფისში მისვლა საქართველოს პირველ არხს პრემიერის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს და განმარტეს, რომ შეხვედრები 2020 წლის ბიუჯეტის პროექტებს ეხება. შეხვედრას ესწრებიან ეკონომიკური გუნდის წევრებიც.

ამასთან, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრები დილიდან იმართება.