პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდებს მიმართავს - მე ვარ თქვენს გვერდით იმ გულწრფელ პროტესტში, რომელიც გამოძრავებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან
პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდებს მიმართავს - მე ვარ თქვენს გვერდით იმ გულწრფელ პროტესტში, რომელიც გამოძრავებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან

მე ვარ თქვენს გვერდით იმ გულწრფელ პროტესტში, რომელიც თითოეულ თქვენგანს ამოძრავებს, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან, რომელიც არ ჯდება არანაირ ჩარჩოებში, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდებს, რომლებიც, მისი შეფასებით ყველაზე დიდი ენერგიის და სამართლიანობის მატარებელნი არიან.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიტიკური ძალა, რომელიც შექმნილ ვითარებას საკუთარ სასარგებლოდ იყენებს, ასოცირებულია ძალადობასა და უკანონობასთან.

„მსურს, განსაკუთრებით მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს, თაობას რომლის ხელშია საქართველოს მომავალი, რომელიც არის ყველაზე დიდი ენერგიის და სამართლიანობის მატარებელი. მინდა, მათ კიდევ ერთხელ ვუთხრა – მე ვარ თქვენს გვერდით იმ გულწრფელ პროტესტში, რომელიც თითოეულ თქვენგანს ამოძრავებს, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან, რომელიც არ ჯდება არანაირ ჩარჩოებში. თითოეულ ჩვენგანს ძალიან კარგად ახსოვს, რომ ეს პოლიტიკური ძალა ასოცირებულია უკანონობასთან და ძალადობასთან. საქართველოში ძალადობა არის მიუღებელი. ჩვენ ვართ შემდგარი ქვეყანა და ქართული სახელმწიფო ძალადობას არასოდეს შეურიგდება. სამართლიანი და გულწრფელ პროტესტს ადგილი აქვს საზოგადოების დიდ ნაწილში, მათ შორის ჩემში, მაგრამ ძალადობა მიუღებელია და მას ექნება ადეკვატური პასუხი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.