პრაღის მოსახლეობა კარანტინის დასრულების აღსანიშნავად, ქალაქის ცენტრში საზეიმო ვახშამზე შეიკრიბა
პრაღის მოსახლეობა კარანტინის დასრულების აღსანიშნავად, ქალაქის ცენტრში საზეიმო ვახშამზე შეიკრიბა

პრაღაში, ჩარლზის ხიდზე ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის კრიზისის დასრულებას აღნიშნავენ.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება პირბადეების ტარების რეგულაციების მოხსნამდე რამდენიმე საათით ადრე გაიმართა.

„ჩვენ გვინდა კორონავირუსის კრიზისის დასრულება ვიზეიმოთ, შევკრიბოთ ხალხი და დავამტკიცოთ, რომ მათ ერთმანეთთან შეხვედრის აღარ ეშინიათ. საზოგადოებას არ უნდა ეშინოდეს, წინააღდეგ შემთხვევაში, ეკონომიკური კრიზისი საზოგადოებას „კოვიდ-19“-ზე უფრო ძლიერ დარტყმას მიაყენებს“, – განაცხადა ადგილობრივი რესტორნის მფლობელმა, ონდერი კოზბამ, რომელიც საზეიმო ვახშმის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია.

ჩეხეთში კორონავირუსის 12 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 349 ადამიანი.