პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით 50 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა
პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით 50 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა

პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე იუსტიციის მინისტრ მარია ბენეშოვას გადადგომის მოთხოვნით, 50 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.

დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ ბენეშოვა მოქმედ პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის მოკავშირეა, ამიტომ მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება მიკერძოებული არ იქნება. იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ჩეხეთში უკვე მეოთხე კვირაა იმართება.

მილიარდერ ანდრეი ბაბიშს 2007 წელს ევროკავშირის მიერ მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად გამოყოფილი სუბსიდიების თავისი ჰოლდინგისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. საუბარია დაახლოებით ორ მილიონ ევროზე. თავად ბაბიში დანაშაულს უარყოფს და მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ჩეხეთის ახალი იუსტიციის მინისტრი მარია ბენეშოვა პროკურატურის რეფორმის ჩატარებასა და პროკურორების შეცვლას გეგმავს. სწორედ გენერალურმა პროკურორმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ბაბიშის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის სასამართლოსთვის გადაცემის შესახებ.

ბენეშოვა ანდრეი ბაბიშის მხადამჭერ, ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანთან დაახლოებული პირია.