პრაღაში, რკინიგზის მთავარ სადგურთან ახლოს ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, დაშავებულია ათობით ადამიანი
პრაღაში, რკინიგზის მთავარ სადგურთან ახლოს ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დაშავებულთა უმეტესობას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. რამდენიმე მძიმედ დაშავებული პირი მაშველებმა ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ სამაშველო სამუშაოები დასრულდა. შემთხვევის ადგილზე გამოძიება გრძელდება: გამომძიებლები რკინიგზის ინსპექტორებთან ერთად ავარიის მიზეზებსა და გარემოებებს არკვევენ.
ხაზზე, სადაც ავარია მოხდა, შეზღუდვები რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება და ათობით რეისს შეეხება.