პრაღაში პალესტინის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა
პრაღაში პალესტინის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა

პრაღაში პალესტინის მხარდამჭერთა მსვლელობამ მთავრობის შენობამდე მიაღწია, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მედიის ცნობით, ჩეხეთის დედაქალაქში დემონსტრანტები ძველი ქალაქის მოედანზე, იან ჰუსის ძეგლთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც სამთავრობო კვარტალში გადავიდნენ.

დემონსტრანტებს ეჭირათ პალესტინის დროშები და ბანერები წარწერით – „ოკუპაცია არ არის მშვიდობა“, „ისრაელი კლავს“ და „თავისუფალი პალესტინა“.

სამართალდამცავებმა აღნიშნეს, რომ დემონსტრაცია არ არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.