პრაღაში მთავრობის გადადგომისა და რუსეთთან გაზის მიწოდებაზე პირდაპირი მოლაპარაკებების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა
პრაღაში მთავრობის გადადგომისა და რუსეთთან გაზის მიწოდებაზე პირდაპირი მოლაპარაკებების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა

პრაღაში მთავრობის გადადგომის და რუსეთთან გაზის მიწოდებაზე პირდაპირი მოლაპარაკებების მოთხოვნით, საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

დემონსტრაცია, რომელიც უკვე მესამედ იმართება, ულტრამემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობები, რადიკალური ჯგუფებისა და კომუნისტური პარტიის მიერ იყო ორგანიზებული.

აქციის ორგანიზებული ჯგუფი „ჩეხეთის რესპუბლიკა უპირველეს ყოვლისა“ ეწინააღმდეგება ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობას და ჩეხეთის სამხედრო ნეიტრალიტეტს ითხოვს.

როგორც „როიტერი“ წერს, უკრაინაში ომით გამოწვეულმა ენერგორესურსების ფასის ზრდამ ევროპაში სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს აიძულა, მიეღოთ ზომები მომხმარებლებისთვის და კომპანიებისთვის ენერგორესურსების გაზრდილი გადასახადების ტვირთის შესამსუბუქებლად.