პორტუგალიის ქალაქ პორტუში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი იმართება. როგორც ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, 7-8 მაისს ევროკავშირის ლიდერები პორტუში სოციალურ საკითხებსა და საერთაშორისო ურთიერთობებს განიხილავენ.
ევროკავშირის საბჭოში პორტუგალიის თავმჯდომარეობის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ევროპელი მაღალჩინოსნები კოვიდპანდემიაზე ისაუბრებენ, ასევე სხვა საერთაშორისო პრობლემებს განიხილავენ. 8 მაისს ასევე გაიმართება ევროკავშირისა და ინდოეთის ლიდერების შეხვედრა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმით ჩაერთვება.
მოსალოდნელია, რომ სამიტის დასასრულს ევროკავშირის ლიდერები პორტუს დეკლარაციას მიიღებენ, სადაც წარმოდგენილი იქნება ევროპის ციფრულ, მწვანე და სამართლიან ტექნოლოგიებზე გადასვლის ხედვა.