პორტუგალიური მედია - მაკარიძე სეზონის შემდეგ „ვიტორია სეტუბალს“ დატოვებს
„ლუკაშ პაეში ემზადება, რომ მაკარიძის მემკვიდრე გახდეს“ – ამ სათაურით ინფორმაცია პოპულარულმა პორტუგალიურმა გამოცემა „ა ბოლამ“ გაავრცელა.
„ლუკა პაეში 22 წლის ბრაზილიელი გიგანტია, რომელიც „ვიტორია სეტუბალმა“ ბრაზილიიდან, „სან აპულოდან“ დაიმატა და მესამე ლიგის „ლოლეტანოში“ იჯარით გაუშვა. „სან-პაულოში“ პაეშმა ითამაშა ლიბერტადორესის თასის 20-წელამდელთა გათამაშება და მთავარ გუნდში ბრაზილიის თასის მფლობელი გახდა“ – წერს „ა ბოლა“.
პორტუგალიური გამოცემის ინფორმაციით, პაეში მალე მაკარიძეს შეცვლის.
„ბრაზილიელმა გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა და მაკარიძის მთავარ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება. ქართველი მეკარე „ვიტორია სეტუბალის“ ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სატრანსფერო აქტივია და სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, კლუბი დატოვოს“ – ამტკიცებს „ა ბოლა“.