პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივანი - შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე მოსაზრებები გავცვალეთ
პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელი მდივანის, ზაქარია და კოსტას განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
„საინტერესო შეხვედრა გვქონდა საქართველოს პარლამენტის სპიკერთან, რომლის მიღების პატივიც მე, როგორც პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის აღმასრულებელ მდივანს, მხვდა წილად. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე და გავცვალეთ მოსაზრებები“, – აღნიშნა ზაქარია და კოსტამ.
მისი თქმით, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.
„2014 წლიდან საქართველო სადამკვირვებლო მისიის ასოცირებული წევრია. ამ პერიოდიდან მოყოლებული ჩვენ ერთად ვმუშაობთ. 2016 წლიდან საქართველოდან უმაღლესი დონის ვიზიტებს ვმასპინძლობთ. 2019 წლის აპრილში ვუმასპინძლეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. აღსანიშნავია დღევანდელი ვიზიტიც, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ“, – განაცხადა ზაქარიას და კოსტამ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.