პორტუგალიის შემდეგ შტორმმა „ლესლი“ ბარსელონას გადაუარა
პორტუგალიის შემდეგ შტორმმა „ლესლი“ ბარსელონას გადაუარა

პორტუგალიის შემდეგ შტორმი „ლესლი“ ესპანეთს დაატყდა თავს. სტიქიამ ბარსელონას გადაუარა. კატალონიის რეგიონში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა. გადაუღებელი წვიმის გამო კი, მოსალოდნელია წყალდიდობა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობდნენ. მთელი ღამის განმავლობაში მაშველების დახმარება ათობით მოქალაქეს დასჭირდა.

მანამდე, ტროპიკულმა შტორმმა პრობლემები პორტუგალიაში გამოიწვია. სტიქიის გამო 300 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქარმა 1000-ზე მეტი ხე მოგლიჯა. სტიქიამ დააზარალა ლისაბონი და მიმდებარე დასახლებები.

ამასთან, სტიქიას უელსშიც ებრძვიან, სადაც შტორმის „კალუმი“ გამო, რამდენიმე რაიონში მეწყერი ჩამოწვა. დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი. ჩახერგილია საავტომობილო გზები. მეტეოროლოგები მოქალაქეებს მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ აფრთხილებენ.