პორტუგალიის ქალაქ სინტრასთან, ტყეში ხანძარის გამო მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

10:59, 07.10.2018

პორტუგალიაში, ტურისტებისთვის საყვარელ ქალაქ სინტრასთან ტყეში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელების გამო სინტრაზე მდებარე ნაკრძალის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებული იყო 600-ზე მეტი მეხანძრე და 150 მოხალისე. ხანძრის ლოკალიზაციის ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.

სინტრა პორტუგალიაში ჩასული ტურისტების საყვარელი ადგილია, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს.

მსგავსი