პორტუგალიის პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის საპროტესტო აქციებზე 55 პირი დააკავა

13:56, 20.10.2026

პორტუგალიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების პოლიციამ ლისაბონსა და პორტუში საპროტესტო აქციებზე 55 პირი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავა. ინფორმაციას პორტუგალიური მედია ავრცელებს.

მუნიციპალური პოლიციის ცნობით, პოლიციელებმა აქციის ტერიტორიიდან 228 კარავი აიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნულმა პოლიციამ ოპერაცია 20 ოქტომბერს, 05:45-ზე ჩაატარა. შემთხვევის შედეგად ორი პირი მსუბუქად დაშავდა. ერთ მათგანს დახმარება ადგილზევე გაუწიეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს. პორტუგალიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების პოლიციის ცნობით, მათსა და აქციის მონაწილეებს შორის დაკავებამდე კომუნიკაცია შედგა.

მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე შეკრებილები ხელმისაწვდომ ქირას, მეტ სოციალურ საცხოვრებელსა და მთავრობისგან საბინაო კრიზისის მოსაგვარებლად სასწრაფო ზომების მიღებას მოითხოვენ. პორტუგალიაში საპროტესტო აქციები, უკვე მეორე კვირაა, მიმდინარეობს.

მსგავსი