პორტუგალიის პოლიცია „ბენფიკას“ 163 მატჩს იკვლევს
პორტუგალიის პოლიცია „ბენფიკას“ 163 მატჩს იკვლევს

პორტუგალიის პოლიციამ და პროკურატურამ საფეხბურთო მატჩების შედეგების მანიპულაციებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ეჭვმიტანილია პორტუგალიური ფეხბურთის გრანდი ლისაბონის „ბენფიკა“. როგორც Expresso იტყობინება, გამომძიებლები 163 მატჩს იკვლევენ, რომელიც ამ კლუბმა 2013-14 წლების სეზონიდან მოყოლებული ჩაატარა. ამ დროის განმავლობაში, „ბენფიკამ“ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ოთხჯერ მოიგო.

გამოძიების რანგში პროკურატურამ მიიღო უფლება, „ბენფიკას“ მოთამაშეებისა და ხელმძღვანელობის მაქინაციების სხვა სავარაუდო მონაწილეებთან მიმოწერა შეისწავლოს.

პორტუგალიის ჩემპიონატის 32 ტურის შემდეგ, „ბენფიკას“ 77 ქულა აქვს და 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ „პორტუს“.