პორტუგალიის პარლამენტში კორიდის აკრძალვის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს

00:51, 07.07.2018

პორტუგალიის პარლამენტმა კორიდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. კანონპროექტს 230-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 28 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ინიციატივის ავტორი დეპუტატი ანდრე სილვა იყო, რომლის თქმითაც, კორიდა ცხოველების წამებაა.

კორიდის მომხრეთა მტკიცებით, მათ აქვთ გართობის კონსტიტუციური უფლება, ხოლო კორიდა პორტუგალიის ტრადიციაა.

მსგავსი