პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია რონალდოსთან კონფლიქტის აღმოფხვრას ცდილობს #1TVSPORT
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია კრიშტიანო რონალდოსთან დაკავშირებული დაძაბულობის განმუხტვას გეგმავს. დანიასთან მატჩამდე, მწვრთნელთან კონფლიქტის გამო, გუნდის კაპიტანმა საწვრთნელი შეკრება დატოვა.
ესპანური გამოცემა „მარკას“ ცნობით, მომდევნო კვირისთვის რონალდოსთან სპეციალური შეხვედრაა ჩანიშნული, რომელსაც ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად ნაკრების თავკაცი, ჟორჟე ჟესუსიც დაესწრება.
ხელმძღვანელობის მთავარი მიზანი არსებული კონფლიქტის აღმოფხვრა და ურთიერთობის დალაგებაა. მათ არ სურთ, რომ მომხდარი ინციდენტი ფეხბურთელის სანაკრებო კარიერის დასასრულის მიზეზი გახდეს. პორტუგალიელთა აზრით, ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი ფიგურა ასეთ ფინალს არ იმსახურებს.
რონალდო პორტუგალიის ნაკრების ღირსებას 2003 წლიდან იცავს – ეროვნული გუნდის რიგებში ჩატარებულ 234 მატჩში მან 146 გოლი გაიტანა და სამი ტიტული მოიგო.